შულავერის N1, მარადისის, კასუმლოს, არაფლოს და კირიხლოს საჯარო სკოლების მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციებით წარდგნენ
რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1, მარადისის, კასუმლოს, არაფლოს, კირიხლოს საჯარო სკოლების მოსწავლეები დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
აღნიშნული კონფერენცია მარადისის საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს, ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. კონფერენციამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
„12 პრეზენტაცია და ძალიან, ძალიან კარგი ბავშვები“,- აღშნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: