ნაკრის, ითხვისის N2 და სპასოვკის N1 საჯარო სკოლებს პერსონალური კომპიუტერები და სასკოლო ლიტერატურა გადაეცემათ
17-05-2023

სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია მოსწავლეების წახალისება, სკოლების თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვა, სასკოლო ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება, რათა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე უკეთესი წვდომა ჰქონდეთ - სკოლები პერსონალური კომპიუტერებით, სასკოლო ლიტერატურით, ხოლო I-VIII კლასის ყველა მოსწავლე სასკოლო ნივთების კომპლექტით დაასაჩუქრეს.

ამჯერად საჩუქრები შემდეგ სკოლებს გადაეცემათ:

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლა;

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის №2 საჯარო სკოლა;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლა;

იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლა.

პროექტი „ნიკორას“ ეკუთვნის და როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სკოლების დასაჩუქრებას უკვე ტრადიციის სახე მიეცა და პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203