ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება ბაიდარის საჯარო სკოლაში
17-05-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის, აღსანიშნავია ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება. 

ამ დღეს სკოლაში ვიქტორინა მიეძღვნა, სადაც მოსწავლეებმა ქართული ენის ისტორიის, ქართულის მონათესავე ენების, ანბანის განვითარების საფეხურების, უძველესი ქართული წერილობითი ძეგლებისა და 14 აპრილთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ თავიანთი ცოდნა წარმოაჩინეს.

ასევე, სკოლაში კლასებმა, მრავალფეროვანი კედლის გაზეთები წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინა იყო გამჭვირვალე და ობიექტური, ბოლოს ღონისძიების აქტიური მონაწილეები სიმბოლური სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203