„ჯანსაღი კვება“ -  აზიზკენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
17-05-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი კვება“, განხორციელდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ავტორი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი რაგსანა ომაროვა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე მოიძიეს ინფორმაცია ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ, დაამზადეს პოსტერები და მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც კლასის წინაშე წარადგინეს. 
 
მოსწავლეებმა, დასკვნით ღონისძიებაზე სკოლის საზოგადოებას გაუზიარეს ჯანსაღი კვების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 

პროექტზე მუშაობისას, მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება ჯანსაღი კვებისა და მავნე პროდუქტების შესახებ. 

სკოლა მადლობას უხდის ინგლისური ენის პედაგოგსა და პროექტში ჩართულ მოსწავლეებს, მათ სამომავლო წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203