„როგორია იყო ჟურნალისტი და შექმნა პოდკასტი“ - ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
17-05-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „როგორია იყო ჟურნალისტი და შექმნა პოდკასტიგანხორცილედა.

აღნიშნული პროექტი სკოლის VI კლასში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის - ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობით, ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და განსხვავებული ნაშრომები წარმოადგინეს, საინტერესო რესპონდენტებითა და პასუხებით.

„პროექტში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა მშობლები და ახლობლები, რისთვისაც მათ დიდი მადლობას ვუხდი. წარმატებებს ვუსურვებთ ჩემს მოსწავლეებს და სკოლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ვიდეო:



 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203