ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო ტრენინგ-კურსები იმართება
17-05-2023
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის - „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ფარგლებში, სკოლაში კლუბში ჩართული მოსწავლეებისთვის ტრენინგ-კურსები აქტიურად მიმდინარეობს.

მოსწავლეები მათ მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან. ისინი შესაძლებლობებს ავლენენ, დროს ნაყოფიერად ატარებენ და ცოდნას იღრმავებენ.

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203