გარემოსდაცვითი ღონისძიება შუაგორას საჯარო სკოლაში 
17-05-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში ეკოლოგიურ საკითხებსა და გარემოს დაცვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - ლილი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშრებით, საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს. 

მოსწავლეებმა, მათივე შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს და ისაუბრეს, თუ როგორ უნდა მოუარონ ბუნებასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო შექმნან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დარგეს ყვავილები და გაალამაზეს სკოლის ეზო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203