საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ხელოვნების სკოლა-პანსიონისა და ტბელ აბუსერისძის ტაძრის ეზოში სკვერი გაიხსნა
17-05-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

გიმნაზიის ხელოვნების სკოლა-პანსიონისა და ტბელ აბუსერისძის ტაძრის ეზოში, პატარა სკვერი გაიხსნა. ის ლოცვის, დასვენებისა და ინტელექტუალური თამაშების სივრცე იქნება. 

სკვერის მშენებლობა, გიორგი სამხარაძის პროექტის საფუძველზე, წილობრივად დააფინანსა (70 %) არასამთავრობო ოგანიზაციამ - „ორბელიანი მეტი“, (ORBELIANI.METI) და ტბელ აბუსერისძის ტაძრის მრევლმა (30%). დამატებითი, პროექტში გაუთვალისწინებელი სამუშაოებისთვის სახსრები კი - თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ და ხელოვნების სკოლა-პანსიონმა გამოყო. 

„სკვერმა დაამშვენა საგანმანათლებლო ცენტრის ეზო და მიგვაჩნია, რომ ეს ადგილი საუკეთესო დასვენებისა და ინტელექტუალური აქტიობების საუკეთესო საშუალება იქნება როგორც ტაძრის მრევლის, ასევე მოსწავლეებისა და უბნის მცხოვრებლებისათვის“,- აღნიშნავენ გიმნაზიაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203