საპრასიის საჯარო სკოლაში, კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, საინტერესო აქტივობები გაიმართა
17-05-2023
შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლა აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ სასკოლო კვირეულს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ შეუერთდა.
კვირეულის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა განიხილეს ნუგზარ შატაიძის მოთხრობა - „მოგზაურობა აფრიკაში“, პარალელურად, ნახეს გიორგი ოვაშვილის ფილმი „გაღმა ნაპირი“.
VII კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები აფხაზეთში“ მოამზადეს, III-IV კლასის მოსწავლეებმა კი დახატეს ნახატები, წაიკითხეს ლექსები, მოისმინეს აფხაზეთისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სიმღერა. გარდა ამისა, ვიდეორგოლი აფხაზეთი ომამდე და ომის შემდეგ წარადგინეს.
კვირეულს მასწავლებლები ნინო ვაშაყმაძე და როინი ხურციძე ხელმძღვანელობდნენ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს