ონოღიას საჯარო სკოლაში ფრენბურთში შიდასასკოლო თამაშები ჩატარდა
17-05-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სპორტის მასწავლებელ მელიტონ წირქვაძის ხელმძღვანელობით, შიდასასკოლო თამაშები ფრენბურთში ჩატარდა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203