„პირველად იყო სიმღერა“- რუისის N2 საჯარო სკოლაში კომპოზიტორ ინოლა გურგულიას ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა
17-05-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ პროექტი იმართება.
ამჯერად კი, ღონისძიება - „პირველად იყო სიმღერა“ ჩატარდა, რომელიც კომპოზიტორ ინოლა გურგულიას ხსოვნას მიეძღვნა. მასში მე-4 და მე-7ა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ (ხელმძღვანელები ლ.სულეიმანაშვილი და ე.ტეტუნაშვილი).
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ინოლა გურგულიას ბიოგრაფია გააცნეს და მისი შემოქმედებიდან საბავშვო რეპერტუარი წარადგინეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, იმღერეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს