გოკიოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დედაქალაქის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
17-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე საქართველოს დედაქალაქი - თბილისი და მისი ღირსშესანიშნაობები შეისწავლეს.

მოსწავლეებმა, პედაგოგ ადელინა ვოსკანიანის დავალებით, თბილისის შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს.

მათ დედაქალაქის ისტორია და მასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

პრეზენტაცია საინტერესო და ინფორმაციული იყო. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203