საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
17-05-2023

საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის შემეცნებითი და ინტელექტუალური შეჯიბრი იმართება, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის ინტელექტკლუბის აქტიური წევრების:  გიორგი ქაიხოსროშვილის, ლაშა ესაიაშვილისა და ნიკოლოზ ნანუაშვილის ჩართულობითა და ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის?“ ჩატარდა.

თამაში ორ ეტაპს მოიცავდა და გუნდური და მოაზროვნეთა კონკურსის პრინციპით წარიმართა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები, ცოდნა წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორებსა და მონაწილე მოსწავლეებს ჩართულობისა და საოცარი თამაშისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203