წყაროსთავის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
17-05-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო კონკურსი და შეჯიბრი იმართება.

ამჯერად, სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროექტის - „ოლიმპიური ფესტივალი სკოლებში“ ფარგლებში, სპორტულ გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.

შეჯიბრში სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ, სადაც მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

აღნიშნულ დღის მონაწილე ასევე ცეკვის ანსამბლი - „ალავერდი“ იყო, რომლის ხელმძღვანელი გიორგი ასრატაშვილი გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა - ოთო დევდარიანმა განახორციელა.

„დიდი მადლობა აღნიშნული პროექტის განხორცილებისთვის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს - ოთო დევდარიანს, ასევე, მადლობა ცეკვის ანსამბლს - „ალავერდი“ და ხელმძღვანელს გიორგი ასრატაშვილს, რომელმაც დღე ქართული ცეკვებით  გაგვილამაზა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ოლიმპიზმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და პოპულარიზაციას. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...