კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის V კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ინგლისური ენის გაკვეთილი
17-05-2023
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები ინგლისურ ენას მეტად საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას ყოველდღიურად ცდილობენ და ახალგაზრდებს სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა თუ რესურსსა სთავაზობენ.

მათ შორის აღსანიშნავია, V კლასში ინგლისურ ენაში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „შინაური და გარეული ცხოველები, ფრინველები“, რომელსაც პედაგოგი მარიამ ვერულიძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს გარეულ და შენაურ ცხოველებზე, წარმოაჩინეს მათი მსგავსება და განსხვავებები, ისაუბრეს შინაური ცხოველებისა და ფრინველების მრავალფეროვნებაზე, გამოავლინეს საყვარელი ცხოველი და ფრინველი.

გააცნობიერეს ცხოველებისა და ფრინველების მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლისთვის; უპასუხეს გაკვეთილის დასკვნით კითხვებს და შეაფასეს მათი მიღწევები.

დღეისთვის ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ენაა, ამიტომ სკოლაში კარგად ესმით  ხარისხიანი და სიღრმისეული სწავლების მნიშვენლობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203