ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის ღია კარის დღეს დაესწრნენ
17-05-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.  

ამჯერად, სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს, ღია კარის დღეზე IBSU-მ უმასპინძლა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა - თამარ შოშიაშვილმა, მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო.

უნივერსიტეტის მარკეტერებმა კი აბიტურიენტებს IBSU-ს კამპუსი დაათვალიერებინეს.

მოსწავლეები მათთვის საინტერესო საკითხებს გაეცნენ.

მოსწავლეებთათვის დღე საინტერსო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს უნივერსიტეტის არჩევაში ეხმარებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203