„სიკეთე გადამდებია“ - წეროვნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს
17-05-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.
ამჯერად, სკოლაში საქველმოქმედო აქცია - „სიკეთე გადამდებია“ განხორციელდა. მასში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მათ შემოწირულობა შეაგროვეს და წეროვნის დევნილთა დასახლებაში ხელმოკლე ოჯახს პროდუქტითა და ტანსაცმლით დაეხმარნენ. აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო.
პროექტს სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ნათია გოგიძე ხელმძღვანელობდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს