ქსნის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა ინიციატივით, დასუფთავების აქცია მოეწყო
17-05-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე, ინიციატივა გამოიჩინეს და თავიანთი სურვილით სკოლის ეზო გულდასმით დაასუფთავეს. 

აღსანიშნავია, რომ პატარებმა ხალისით და მონდომებით შეასრულეს სამუშაო.

აქტივობას, პედაგოგი ბელა რთველიაშვილი ხელმძღვანელობდა. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშებმა გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203