გეჯეთის საჯარო სკოლაში, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
17-05-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლა საბიბლიოთეკო კვირეულს შეუერთდა.

კვირეულთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარ ნონა ბუსკაძის მხარდაჭერით, მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სენაკის მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლები: თამთა ჯანჯღავა, ხათუნა შულაია და გიორგი კორშია ესწრებოდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების ფორმატი თავისუფალი იყო, მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, დიორამა და საკუთარი დაწერილი თხზულება წარადგინეს.

ბავშვების მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა, ღონისძიება კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანი იყო ორი საუკეთესოდ მეტყველი მოსწავლის შერჩევა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებს არჩევანის გაკეთება გაუჭირდათ, რადგან ყველა მოსწავლემ შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა.  

საბოლოოდ კი, შეირჩა ორი მოსწავლე, რომლებიც მიიწვიეს სენაკის საჯარო ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვაზე.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, მოსწავლეები და მასწავლებლები: ნატალია სახოკია, მარიამ ბესიაშვილი, თემიდა მიქავა, ანზორ შარტავა და მარი დიხარულიძე აქტიური ჩართულობისთვის.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203