კოჩიოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
17-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით დაასრულეს.

ანბანის „გაცილების“ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საცეკვაო ნომრები შეასრულეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს და მათი დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203