დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის - ომარ ვანაძის ნაშრომმა ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა
17-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლა კონკურსზე - „მივიწყებული სახელები“ წარმატებით წარსდგა. ლიტერატურულ ღონისძიებაზე ღვაწლმოსილი პედაგოგის - ომარ ვანაძის საინტერესო ნაშრომი დირექტორის მოადგილე ნარგიზ ვაშაყმაძემ წარადგინა და დამსახურებული ჯილდოებით დაბრუნდა სკოლაში. 

კონკურსი საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა გამოაცხადა და ის ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო თარიღს - დაბადებიდან 180-ე წლისთავს ეძღვნებოდა.

„კონკურსის მიზანი, ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოების გამოვლენა და გამორჩეული ადამიანების გამოჩენა იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებული, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის შექმნილი სპეციალური ჟიურის - გარი ჩაფიძის თავმჯდომარობით გამოვლინდდა.

კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები.

„ქალბატონმა - ნარგიზ ვაშაყმაძემ, აღნიშნულ კონკურსზე წარადგინა, ბატონ ომარ ვანაძის ნამუშევარი, რომელიც შეტანილია აკადემიკოს გარი ჩაფიძის რედაქტორობით სპეცილურად დაწერილ, გრიფ მინიჭებულ წიგნში სახელწოდებით - „მივიწყებული სახელები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ომარ ვანაძის ნაშრომმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი მოწონება დაიმსახურა და ჯილდოს სახით გადაეცა 30 მოსწავლეზე გათვლილი მოსაწვევი, ილიას სახელობის მუზეუმში. დირექტორის მოადგილეს, ნარგიზ ვაშაყმაძეს წიგნი და სერტიფიკატი - „მივიწყებული სახელები“ გადაეცა.

„თრიალეთის საჯარო სკოლის დირექცია, მადლობას უხდის საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ გარი ჩაფიძეს. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება-გენერალურ დირექტორს - ქალბატონ ნინო სანადირაძეს საგზურის სპონსორობისთვის. მადლობა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს ქალბატონ ლეილა გეგეშიძეს, ასეთი ღირსშესანიშნავი ღონისძიების ხელმძღვანელობისთვის და წიგნის ტექნიკური რედაქტორობისთვის. მადლობა დაბა თრილაეთის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს - ომარ ვანაძეს ნაშრომისთვის და კონკურსში გამარჯვებისთვის. მადლობა დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილს ქალბატონ ნარგიზ ვაშაყმაძეს, კონკურსში მონაწილეობისთვის და საუკეთესო ნაშრომის წარდგენისთვის.  მადლობა ღონისძიების მონაწილე ყველა წევრს, ვინც გაალამაზა და ოქროს სიტყვებით შეამკო ღონისძიება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203