„თამარ შვიდმნათობიერი“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა საინტერესო კლასის საათი
17-05-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები, მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის III კლასში, კლასის საათი - „თამარ შვიდმნათობიერი“ ჩატარდა.

„სკოლაში, დილიდანვე ააფრიალეს თამარის დროინდელი დროშა. საამაყოა ის ფაქტი, რომ როდესაც მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ქალები ჯერ კიდევ თავიანთი უფლებებისთვის იბრძვიან და პრობლემაა სახელმწიფოს მეთაურად ქალის არჩევა, საქართველოში, ეს ჯერ კიდევ XII საუკუნეში გახდა შესაძლებელი“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს, თამარ მეფის ეპოქასა და მის ღვაწლზე, ინფორმაციები მოიძიეს, წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს ლეგენდები და მოისმინეს თამარის ანდერძი.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203