იორმუღანლოს საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა
17-05-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შექმოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე, ქართული ენის კათედრის ორგანიზებით, ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელიც სამ ეტაპად წარიმართა.

მონაწილეობდნენ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასების ქართული და აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეები. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

დასკვნით ეტაპზე ყველა მოსწავლეს გადაეცა მონაწილეობის სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს წარმატებულის სერტიფიკატი. 

კონკურსი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. 

„უნდა აღინიშნოს, ის ფაქტი რომ, ბავშვებიცა და კათედრის ყველა მასწავლებელიც ხალისით ჩაერთო კონკურსში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა მათგანს, განსაკუთრებით კი სკოლის დირექტორს ბატონ რიზვან უსუფოვს ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203