ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა, საგანმანათლებლო ღონისძიებაზე აღნიშნეს
17-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საინტერესო ნომრები წარადგინეს.

მათ ასევე თემატური პლაკატები და ნახატები შექმნეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორები დამრიგებლები: ჰასმიკ სიმონიანი, ანჟელა გრკიკიანი და საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები: მელინა ქოთოიანი, არმინე ეგნატოსიანი და ასტხიკ მარიკიანი იყვნენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება, ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება  გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.  ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203