„მე მიყვარს კახეთი!“ - შთამბეჭდავი ღონისძიება საქობოს საჯარო სკოლაში
17-05-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება - „მე მიყვარს კახეთი!“, მოეწყო.
ღონისძიება მე-5 კლასში, პედაგოგ მანანა გეჯაძის ხელმძღვანელობით მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით იყო გაჯერებული, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას სიღნაღის მერი მალხაზ კუტიბაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი, სოფელ საქობოს საკრებულოს წარმომადგენელი ზაზა სესიტაშვილი, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს