ქართული ენის დღესასწაული ივერიის საჯარო სკოლაში
17-05-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. 

შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული როგორიც დედაენის დღეა. 

სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ II, III, და V კლასის მოსწავლეები.

ასევე, ჩატარდა წერის კონკურსი დაწყებით კლასებში, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდა სიგელით.

ამავე ღონისძიებაზე მეორე კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლის სახით -  „ნახევარწიწილა“ გაითამაშეს, ხოლო მესამე კლასის მოსწავლეებმა - „დათვის წვეულება“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203