„ჩვენ გვიყვარს გარემო და დავიცავთ მას!“ -  ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს 
17-05-2023

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში ეკოლოგიურ საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამ მიზნით, სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით მათემატიკის მასწავლებლის - ნატალია შანავას მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი -  „ჩვენ გვიყვარს გარემო და დავიცავთ მას!“.

ღონისძიება შემდეგი ეტაპებისგან შედგებოდა:

თემატური პრეზენტაციები -  მოსწავლეებმა, ამ დღის დაარსებასთან და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

ბუკლეტების დარიგება სხვადასხვა ობიექტებში -  ეს აქტივობა მოსახლეობის სრულ ინფორმირებას ისახავდა მიზნად. 

სკოლის სკვერის გამწვანება და გალამაზება -  მოსწავლეებმა, სასწავლო სივრცისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ამ პროექტით ხალხს უთხრეს, რომ ბუნება უყვართ და დაიცავენ  მას!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203