„უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“ - დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
17-05-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ. სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში პოეზიის საღამო - „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“ გაიმართა.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მათ იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

„მეათეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებისათვის სულის სილამაზის, ერთგულებისა და სიყვარულის ცეცხლი დაანთეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პოეზიის საღამოს, მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად აფორმებდნენ - მუსიკის მასწავლებელი - თინა ღლონტი და ქორეოგრაფი -  ზურა წულაძე.

პოეზიის საღამოს ორგანიზატორი კი კლასის დამრიგებლის თეონა ძირკვაძე გახლდათ.

​აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203