ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ 
17-05-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები: დავითი ცინარიძე, ნინო კეჟერაძე მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის ნახევარფინალში მონაწილეობდნენ, რისთვისაც ისინი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ცოდნა აიმაღლეს.

ოლიმპიადაში, რომელიც ქუთაისში გაიმართა, მათთან ერთად 108 მოსწავლე მონაწილეობდა.

„სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და სკოლის მოსწავლეები  გულითადად ვულოცავთ მიღწეულ წარმატებებს მოსწავლეებს და მათ ოჯახებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203