ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში ჭადრაკში შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა
17-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი ჭადრაკში. მოსწავლეები ტურნირში ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიებაში I ადგილი დაიკავა VII კლასის მოსწავლე დიტო კინწურაშვილმა, ხოლო II ადგილი VI კლასის მოსწავლე შოთა ჩირგაძემ.

ღონისძიებას სპორტის მასწავლებელი ტატიანა ტუსკაძე ხელმძღვანელობდა. სასკოლო საზოგადოება წარმატებას უსურვებს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203