ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველ ნივთებს ახალი დანიშნულება შესძინეს
17-05-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით, კი სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

ამჯერად მოსწავლეები, 2023 წლის გლობალური სამოქმედო დღეების - (Global Action Days) აქტიური მონაწილეები გახდნენ.  გლობალური გარემოსდაცვითი კამპანიის ფარგლებში ძველ ნივთებს ახალი დანიშნულება და ახალი დიზაინი შესძინეს. 

ბავშვებმა შემოქმედებითი მიდგომით ხელი შეუწყეს ახალი რესურსების ხარჯვა-მოხმარების შემცირებას.

აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. მოსწავლეებმა შემოქმედებითი ხედვა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203