ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლა გლობალური მოქმედების დღეებს შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო აქტივობა მოეწყო.
მოსწავლეებმა საყვარელი წიგნები სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს და თანატოლებს გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა მათთვის გამორჩეული წიგნები ერთმანეთს ათხოვეს და გაუცვალეს, იმსჯელეს ნაწარმოებების სიუჟეტზე და საყვარელი პერსონაჟები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას პედაგოგები: მირანდა გიორგაძე და შორენა გიორგაძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: