ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
17-05-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლა 2023 წლის გლობალური მოქმედების დღეებს - Global Action Days აქტიურად შეუერთდა.
გარემოსდაცვითი კამპანია გარემოს დაბინძურების ყველა ფორმის შემცირებას გულისხმობს, შესაბამისად მოსწავლეებმა, პედაგოგ მირანდა გიორგაძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს.
მოსწავლეთა ერთ-ერთი მორიგი აქტივობა იყო - გარემოსთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებით!
შესაბამისად, მოსწავლეებმა ჯანსაღი კვების მნიშვნელობასა და ეკოლოგიურ საკვებზე ისაუბრეს და არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ.