ქვეშის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა თანამედროვე მწერალს უმასპინძლეს
17-05-2023
ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თანამედროვე მწერალი შეხვდა. 

 მე-3 კლასში, დამრიგებლის, ჟუჟუნა ცაციაშვილის მოწვევითა და ინიციატივით, სტუმრად ბრძანდებოდა პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი მანანა მჭედლიშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალზე სასიამოვნო და თბილ გარემოში წარიმართა.

სტუმარი მესამეკლასელთა საინტერესო ღონისძიებას დაესწრო, მოსწავლეთა წაკითხული საკუთარი ლექსები მოისმინა და მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. 

„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს სტუმარს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203