ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიულ სასაწავლებელს ესტუმრნენ
17-05-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული სასწავლებლის საქმიანობასა და სწავლების მეთოდებს გაეცნენ. 

მოსწავლეებმა, ვიზიტი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, მინდია ბალაძის ხელმძღვანელობით და სკოლის დირექტორის, ომარ ბოლქვაძის ხელშეწყობით მოაწყვეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები კოლეჯ - „ბლექსში“, არსებულ და მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს შესაძლებლობა ქონდათ მიმდინარე სასწავლო მოდულის - „მევენახეობა“, როგორც თეორიული ნაწილის მოსმენის, ასევე მის პრაქტიკაში განხორციელებაზე დაკვირვების.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეები გაეცნონ სხვადსხვა პროფესიას, რაც სამომავლოდ პროფესიის არჩევისას დაეხმარებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203