„მეფეთ-მეფე და დედოფალთ-დედოფალი“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა თამარობა აღნიშნეს
16-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ მიმდინარეობს - იმართება არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება. გარდა ამისა, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის მონდომებთ აღნიშნავენ. 

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა კლასის საათი - „მეფეთ-მეფე და დედოფალთ-დედოფალი“ თამარობას მიუძღვნეს. მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაამუშავეს და პრეზენტაციები მოამზადეს. მოსწავლეებმა ისტორიულ რეალობაზე, „ოქროს ხანის“ მნიშვნელობასა და თამარის წარმატებულ მმართველობაზე ისაუბრეს. 

გარდა ამისა, კლასის რამდენიმე მოსწავლე, სკოლის დირექტორ ფაქიზო ფანჩულიძისა და ისტორიის კათედრის ინიციატივით მოწყობილ თემატურ გასვლით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, მათ გეგუთის სასახლე-თამარის ციხე დაათვალიერეს და ისტორიულ-ლიტერატურული კოსტიუმორებული კომპოზიცია გამართეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203