ქინძათის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კვირეული გაიმართა
16-05-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში საინტრესო პროექტები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კვირეული ჩატარდა.

აღნიშნული კვირეული ფარგლებში, I-IV კლასის მოსწავლეებმა მათი შესრულებული პროექტების პრეზენტაცია გამართეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე შესრულებული ორი პროექტი: „Clean Earth-Happy earth“ და „Earth is our big home“ წარადგინეს.

აღნიშნული კლასის მასწავლებელი- მერი ცქიფურიშვილი გახლავთ.

I-III კლასის მოსწავლეებმა კი წარადგინეს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით შექმნილი პოსტერები, ბროშურები და მეორადი მასალებისგან დამზადებული ნივთები.

„მათ ასევე ჩვენს პლანეტას ლექსები მიუძღვნეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების: „ნარჩენების მართვა“ „ჩვენი წვლილი პლანეტის გადარჩენაში“ ჩვენება.

აღნიშნული კლასის მასწავლებლები - თინათინ ჩუბინიძე, ლალი გოგალაძე და ნუნუკა ლომიძე გახლავთ.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტიოვბები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203