დაბა სურამის N1 სკოლის ეკოკლუბმა, გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელა
16-05-2023
მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, სკოლის ეკოკლუბის წევრებმა (ხელმძღვანელი ირინა სალამიძე), მეშვიდეკლასელების აქტიური ჩართულობით, ტყის რესურსების დაზოგვის მიზნით, მაკულატურის შესაგროვებლად მწვანე ყუთები დაამზადეს

გარდა ამისა, ამავე კონკურსის ფარგლებში, ეკოკლუბის ინიციატივით, სკოლაში სემინარი თემაზე - ბულინგი და ბულინგის ტიპები ჩატარდა. მას მომხსენებელი ჯაბა ქურდაძე წარუძღვა. სემინარის თეორიული ნაწილის შემდეგ, ანიმაციური შემეცნებითი ფილმები უჩვენეს და განიხილეს. მისწავლეებმა იმსჯელეს, როგორ ავიცილოთ თავიდან ბულინგი. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203