ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ორკვირეული ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში
17-05-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები აქტიურად აღინიშნება. 

გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა, რომელიც მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს და მას ორკვირეული მიუძღვნეს.

ორკვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თემატური, კედლის გაზეთები შექმნეს, რომლებზეც აქტიურად და ხალისით იმუშავეს.

სკოლაში, ასევე ხატვისა და კალიგრაფიის კონკურსები ჩატარდა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მათ დიპლომები გადაეცათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორკვირეულის დასასრულს მოსწავლეებმა ტორტიც გაჭრეს.

„უნდა აღინიშნოს, რომ 14 აპრილი ეთნიკურად ავარიელი მოსწავლეების ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაულია და ისინი ყოველთვის დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ერთვებიან დაგეგმილ ღონისძიებებში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203