ხაშურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ
16-05-2023
ხაშურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებსა თუ პროექტებში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, მეათე კლასის მოსწავლეები მარიამ აბესაძე, სოფია ჯეირანაშვილი, ლიზი მულაძე და მათი კოორდინატორი, სკოლის დირექტორის მოადგილე რობერტ ქოჩიშვილი საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდულ ფორუმზე დაწერილი პროექტი „ევროკავშირი სწორი მიმართულებაა“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, აქტიურად ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში მოეწყო შეხვედრა საინიციატივო ჯგუფსა და პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრ ბაია კვიციანთან. სწორედ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მათ ბაია კვიციანმა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული სიტუაცია გააცნო. მოსწავლებმა პარლამენტის შენობა და მუზეუმი დაათვალიერეს, დრო ნაყოფიერად გააატრეს და ცოდნა გაიღრმავეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს