სანავარდოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პოსტერები შექმნეს
16-05-2023
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობასა თუ პროექტში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მეოთხეკლასელებმა კონკურსისთვის არაჩვეულებრივი თემატური პოსტერები დაამზადეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
„საუკეთესო მეოთხეკლასელები, საუკეთესოდ რომ წარმოადგინეს სცენარი „დედამიწა შველას ითხოვს“, კონკურსისთვის დაამზადეს უამრავი თემატური პოსტერი და ულამაზესი და უგემრიელესი დედამიწა-ტორტიც მივირთვით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს