„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ალმატის საჯარო სკოლის III კლასის მოსაწავლეთა გზავნილი
16-05-2023
ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად კი, III კლასის მოსაწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. მათ კედლის გაზეთი დაამზადეს, რომლითაც საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს. შემდეგ გაზეთი სლოგანით - „დედამიწა ჩვენი სახლია“ საკლასო ოთახში გააკრეს.

მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობებიც განახორციელეს, ამ დღის მნიშნელობაზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„ამ დღის მიზანი იყო მომავალ თაობაში მშობლიური ბუნებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობის ამაღლება და მათ დაცვაზე ზრუნვა. გაზეთი შეგვახსენებს ჩვენს მოვალეობებს, მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ დედამიწას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...