„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ - ფოთის N12 სკოლა საგანმანათლებლო კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
16-05-2023
ფოთის N12 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო კვირეულში - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, ჩაერთო.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა, აფხაზეთთან დაკავშირებით ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს, ასევე მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, სადაც მთავარი მესიჯი აფხაზეთში დაბრუნება იყო.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მძიმეა ქართველი ერისთვის აფხაზეთის დაკარგვა და რამდენად აუცილებელია მისთვის ბოლომდე ბრძოლა.
აღსანიშნავია, რომ კვირეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ არის გამოცხადებული.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს