„ვულოცავთ ჩვენს ფალავანს!“ - თბილისის N174 სკოლის მოსწავლე დაჩი ლაზუაშვილი ძიუდოს ტურნირის გამარჯვებულია
16-05-2023

თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლე დაჩი ლაზუაშვილმა სპორტულ ღონისძიებაში წარმატებით იასპარეზა.

რამაზ ხარშილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, 6-7 მაისს, ხაშურში ჩატარდა, 2011–2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში ძიუდოისტები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მონაწილეობდნენ.

ოლიმპიადაზე თბილისის N174 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელმა, ხუციშვილების ძიუდოს კლუბის წევრმა, დაჩი ლაზუაშვილმა 30კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს ფალავანს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203