ქვეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
16-05-2023
ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ამჯერად, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნიჭიერმა მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა, ხელოვნების პედაგოგ ირმა რობაქიძის დახმარებითა და ხელმძღვანელობით, უმშვენიერესი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
„პორტრეტებს, პეიზაჟებსა და ნატურმორტებს დღეს თვალს ვეღარ ვაცილებდით. უღრმესი მადლობა ნამუშევრების ავტორებსა და მათ პედაგოგს. ყველას წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექტორი ლელა ბიბილური გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მსგავსი აქტივობები ტარდება.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს