წერეთელის საჯარო სკოლის მასწავლებლეებმა საინტერესო ექსკურსია მოაწყეს
16-05-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის პედკოლექტივმა არაფორმალურ გარემოში თანამშრომლობითი კულტურის განვითარების მიზნით ექსკურსია მოაწყო. 

ექსკურსია შემეცნებითი ხასიათისაც იყო, პედაგოგებმა საქართველოს ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. 

სკოლაში, კოლეგიალურობასა და ჯანსაღ თანამშრომლობას დიდი ყურადღება ეთმობა, კარგი განწყობა მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე პედაგოგებისთვის, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და ხარისხის ამაღლებისთვის. 

გასვლითი ღონისძიება მასწავლებლებისთვის სახალისო და დასამახსოვრებელი იყო. 

„ზოგჯერ მოსწავლეებს ვეჯიბრებით სიცელქეში“, - ხუმრობით აღნიშნავენ პედაგოგები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203