მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის -„შეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში, ტესტირება გაიარეს
16-05-2023
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლა პროექტში დიაგნოსტიკური ტესტირება ჩატარდა. 

ტესტირება, პროექტის - „შეფასება განვითარებისთვის“, ფარგლებში გაიმართა და მასში სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები - თორნიკე ონიანი და გიორგი ავალიანი, ხოლო მე-6 კლასიდან - მარიამ ბაკურაძე, მარიამ ბაკურაძე და ნინია ჯაჭვლიანი მონაწილეობდნენ. 

პროექტის მიზანი იყო შეეფასებინათ მეექვსე და მეოთხე კლასის მოსწავლეების მიღწევები ქართულსა და მათემატიკაში, ეს  გახლდათ დიაგნოსტიკური შეფასება, რომელიც სკოლას დაეხმარება შესაბამისად დაგეგმოს მომავალი სასწავლო წელი.

აღსანიშნავია, რომ ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდა.

პროექტზე პასუხისმგებელი პირი იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების უფროსი პედაგოგი ინგა ონიანი, მან მოსწავლეებს გააცნო ონლაინ პლატფორმა, რომელშიც უნდა ემუშავათ.

მელეს სკოლა წარმატებებს უსურვებს პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203