ქერეს საჯარო სკოლაში კალიგრაფიის და ესეების კონკურსები ჩატარდა
16-05-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აქტიურად აღინიშნება.

შესაბამისად, დედაენის დღეს მოსწავლე-მასწავლებელთა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, მოსწავლეები მასში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, და საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, სკოლაში ასევე ესეების კონკურსი გაიმართა, რომლის გამარჯვებულსაც ასევე სიმბოლური საჩუქარი გადაეცა. 

სკოლაში თითოეულ მოსწავლეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 


იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203