ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში კონფერენცია ჩატარდა
16-05-2023
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი თუ აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების 5- წლიანი პროგრამის ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში - „აქტიური მოქალაქე“, ოჯახის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასკოლო კონფერენცია ჩატარდა.

მოსწავლეებმა პრეზენტაციები: „ოჯახის საერთაშორისო დღე“, „ადამიანის უფლებები“ და „გენდერული თანასწორობა“ მოამზადეს.  

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიების მიზანი „გენდერული თანასწორობის“ შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. აქტივობებმა ძალიან დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა. 

„ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები სახელმწიფო და მშობლიურ ენაზე. კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ წიგნიერები და ინტელექტულეურები არიან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203