ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
16-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად კი, მასწავლებლების - კარინე გრკიკიანისა და სიუზანნა არაკელიანის ხელმძღვანელობით, ინგლისური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით, ხალისით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. მათ საინტერესო აქტივობები გამართეს, ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ღონისძიებამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა, მან ყველას მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203